როგორ გამოვიყენოთ სისტემა

გამოცდილების სრულყოფილად მიღებისთვის, პირველ რიგში, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ღილაკით ‘რეგისტრაცია’

რეგისტრაციის ფორმისთვის, დაგჭირდებათ, მცირე ინფორმაციის შეყვანა

1) მომხმარებლის სახელი – ეს არის უნიკალური სიმბოლოების თანწყობა, რომლითაც შეძლებთ შემდგომში სისტემაში ავტორიზაციის გავლას. (მაგ: vedzeb2021)

2) თქვენი სახელი – სასურველია, სახელი მიუთითოთ ისე, როგორც პირადობის მოწმობაშია

3) თქვენი გვარი 

4) ელექტრონული ფოსტა – ელ.ფოსტის შეყვანა აუცილებელია, რათა მოხდეს თქვენთან  შემდგომი კონტაქტი 

5) პაროლი – ციფრებისა და ასოების კომბინაცია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს მინიმუმ 1 დიდ ასოს და 1 ციფრს (მაგ: Vedzeb2021)

6) პაროლის განმეორება – საჭიროა, რომ პაროლი დადასტურდეს და შეცდომით შეყვანის შემთხვევაში, გაძლევთ საშუალებას, რომ დროულად გამოასწოროთ

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, სისტემა ავტომატურად მოახდენს თქვენს შეყვანას თქვენივე პროფილში, სადაც შეგეძლებათ შეცვალოთ თქვენი ფოტოსურათი ან პირადი ინფორმაცია

ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საიტის მენიუში (ზემოთ შუაში) განთავსებული ბმულებიდან

ძიების სისტემის გამოყენებით, შეგიძლიათ მოძებნოთ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც რომელიმე გაცხადება შეიცავს.

მაგალითად, თუ ჩავწერთ სიტყვას ‘გიორგი’, და ეს სიტყვა არის გამოყენებული რომელიმე განცხადებაში, მას აუცილებლად დავინახავთ რეზულტატში