1986 1 მარტი

#ვეძებ ძმას, #ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა #1986წლის #1მარტს, 3 დღის შემდეგ დედას უთხრეს ბავშვი მშობიარობისას დაზიანდა და გარდაიცვალაო, რა თქმა უნდა მიცვალებული არ ანახეს და არც გამოატანეს, არც სახელი დაურქმევიათ, მშობიარობის შესახებ არანაირი საბუთი არ გვაქვს, არც დაბადების და გარდაცვალების მოწმობა არ აუღიათ დაბადების დროს.
იუსტიციიდან 17.05.2021 წ. მიღებული დაბადების მოწმობა აღმოჩნდა განმეორებითი, სადაც ფიქსირდება გოგონას დაბადება და გარდაცვალება, სახელიც კი აქვს დარქმეული, იუსტიცია არ გასცემს საბუთს თუ ვისზე გაიცა ბავშვის დაბადების მოწმობა თავდაპირველად.
მჯერა ჩემი ნაწილი სადღაც სუნთქავს, ჩემი სიხარული მომპარეს… მთელი ცხოვრება ეჭვებით გავატარეთ, მინდა ვიცოდე როგორ ხარ და სად ხარ, არ ვიცი რა ტყუილში იმყოფები, მაგრამ იცოდე შენს დაბადებას სიხარულით ველოდით, მოუთმენლად ველი შენს გამოჩენას

2 Comments
  1. თამუნა დავითაია

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *