ვეძებ

გამარჯობა, ძალიან დიდი ხანია ვეძებთ ძმას რომელიც დაიბადა ჩაჩავაში 1991 წლის 17 იანვარს. 5 წლიანი მოლოდინის შემდეგ დაიბადა ბიჭი ნაადრევად, 8 თვიანი. 3 დღე იყო ცოცხალი როგორც ექიმებმა თქვეს, შემდეგ უეცრად გარდაიცვალა. მამამ რომელმაც მოითხოვა გარდაცვლილი შვილის ნახვა, მიიღო უარი, რის შემდეგაც ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა და ეგრედწოდებულ კამერაში გაატარა რამდენიმე დღე. ეს ყველაფერი გავიგე რამდენიმე წლის წინ, რადგან ამ თემაზე საუბარი საკმაოდ მძიმეა ჩემი მშობლებისთვის. მას შემდეგ ვეძებ დაკარგულ ძმას. დედას და მამას დღემდე გონიათ რომ ცოცხალია. მას შემდეგ გავჩნდით კიდევ 4 და-ძმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ სადღაც კიდევ ერთი ჩვენთაგანი არსებობს. დიდ ხანს ვფიქრობდი დამეწერა ამ ჯგუფში და იმედი მაქვს ჩვენც გავიმარჯვებთ თქვენი წყალობით🤲 (ფოტოებზე ოჯახი სრულად)

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *