ვეძებ 1958 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას

1958 წლის მეორე ნახევარში (ივნისი-დეკემბერი) ახალგაზრდა, 21 წლის ქალს ეყოლა ტყუპი ქალ-ვაჟი. ქალმა იმშობიარა ქ. თბილისში, ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე, #3 სამშობიაროში.

მშობიარობის შემდეგ დედას გამოუცხადეს, რომ ახალშობილთა მდგომარეობა მძიმე იყო და მკურნალობა სჭირდებოდათ. შესაბამისად, დედას ერთხელაც კი არ ანახეს ბავშვები.

წონის, დღენაკლუკობის პრობლემა არ იყო, რადგან ბებია ჰყვება, რომ ორსულობის დროს საკმაოდ დიდი წონის იყო. არც მშობიარობის დროს ყოფილა გართულებები.

საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ ახალნამშობიარები ქალი გამოწერეს, ხოლო მოგვიანებით გამოუცხადეს, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ.

არ არსებობს ბავშვების დაბადების დამადასტურებელი საბუთები.

მეორე მშობიარობისას ბებიას გაუჩნდა მამაჩემი. მამას თან დაყოლილი მძიმე და იშვიათი დაავადება აქვს ხერხემალზე. არის ორი ვარიანტი. ან პირველი მშობიარობის დროს ტყუპებსაც იგივე დიაგნოზი აქვთ ან ბავშვების დაკარგვის ნიადაგზე ბებიამ ძალიან ინერვიულა, განუვითარდა დიაბეტი, რამაც მეორე ორსულობისას ნაყოფის ძვლის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში დიდი ხელისშემშლელი როლი ითამაშა.

ბებიას მეტი შვილი არ ჰყოლია. თავად გარდაიცვალა 2019 წლის აპრილში.

იქნებ ამ განცხადებაში ვინმემ საკუთარი მშობელი, ნათესავი ამოიცნოს და დაგვაკავშიროს. ძალიან მადლიერი ვიქნები.

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *