ვეძებ ჩემს შვილს

1993წლის 16 მარტს ვიმშობიარე კამოზე მეორე სამშობიაროში, დაიბადა ბიჭი აკაკი ქაჩლიშვილი
მეორე დღეს მითხრეს,რომ ბავშვი ცუდათ არის და დიღომში უნდა გადაეყვანათ, შევესწარი ბავშვის ექიმის და დიღმის ექიმის საუბარს რაღაცას ლაპარაკობდნენ და რო დამინახეს გაბრაზდნენ ამას აქ რა უნდაო გამომიშვეს ოთახიდან .
ბავშვი გადაიყვანეს მე გამომწერეს
დედამთილ-მამამთილი დადიოდნენ დიღომში ბავშვის სანაცავად და მდგომარეობის გასაგებად მე ვიწეი მაღალი სიცხეები მქონდა
სულ ეუბნებოდნენ ბავშვი ცუდათ არისო
რომ გადავწყვიტეთ ჩვენი მკურნალი ექიმი შეგვეყვანა ბავშვთან გავაფრთხილეთ რომ მეორე დღეს მივიყვანდით და ბავშვს ნახავდა მაგრამ მეორე დღეს გვითხრეს დაგაგვიანდათ ბავშვი დაიღუპაო და მოგვცეს დიდი ფურცელი დიაგნოზის .
მოკლედ ნერვიულობით შაქარიც კო დამემართა წლებია ბავშვი გარდაცვლილი მგონია მაგრამ გაჩნდა ეჭვი წლების შემდეგ რომ შეიძლება ცოცხალი იყოს
მის შემდეგ გამიჩნდა ბიჭი 1996 წელს და დადის ქალაქში ვიღაც ჩემი ბიჭის მსგავსი რომელიც ბევრჯერ შეშლიათ საკუთარ ახლობლებს ჩემ შვილში და საყვედურითაც კი მოდიოდნენ რომ არ მომესალმა შენი ბიჭიო ასეთი მრავალი შემთხვევის შემდეგ ეს ეჭვები არ მაძლევს მოსვენებას იქნებ ჩემი შვილი ცოცხალია.არსებობს დაბადების ცნობა მაგრამ არარის გარდაცვალების ცნობა არსად

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *