ვეძებ ტყუპ ძმებს

ვეძებთ პირველ სამშობიაროში დაბადებულ ტყუპ ძმებს, რომლებიც სავარაუდოდ სამედიცინო პერსონალმა გააშვილა ჩვენ კი გვითხრეს, რომ ჯერ ერთი გარდაიცვალა დაბადენიდან 3 დღეში და მეორე დაბადებიდან 1 კვირის შემდეგ, ფილტვების ანთების დიაგნოზით. ბავშვები დაიბადნენ სრულიად ჯანმრთელები, რადგან სამშობიაროში მედდა იყო ჩვენი ნათესავი ამ ამბავს იმ პერიოდში ეჭვის თვალით ვერ შევხედეთ. ორივე ბავშვის ცხედარი სამშობირომ დაიტოვა. წლების შემდეგ რაც გახმაურდა პირველ სამშობიაროში მომხდარი ამბები, რომ ბავშვების გაშვილება ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა, მოსვენება დაკარგა ჩვენმა ოჯახმა. გავიხსენეთ, რომ ბავშვების გარდაცვალების მოწმობა არავის მოუცია სამშობიაროში და არც დაბადების მოწმობა, ანუ არანაირი კვალი რომ ბბავშვები ან დაიბადნენ, ან გარდაიცვალნენ არ გაგვაჩნია. ასევე წლების წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩემი პატარა და შემთხვევით წააწყდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც საოცრად გავდა მამაჩვენს, თუმცა მაშინ აზრადაც არ მოსვლია მიახლოვება და მისი გამოკითხვა, ეს მოხდა გლდანის ტერიტორიაზე. ვეძებთ საშუალო ან საშუალოზე მაღალი ტანის ბიჭებს დაახლოვებით 51 წელის, რომლებიც იქნებიან თეთრი პირ-სახის მუქი თმით აუცილებლად ხვეულთმიანები. სავარაუდოდ დაბადებულები არიან 1968/69 წლის სექტემბერის ბოლოს, შესაძლებელია ოქტომბრის დასაწყისში იყვნენ ჩაწერილი როგორც ცნობილია უცვლიდნენ თვეს . დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარ თავს ამოიცნობენ მამის ფოტოებში, რადგან ახალშობილები მამიდის თქმით ძალიან გავდნენ მამას. ასევე ჩვენი ოჯახი გამოირჩევა ერთმანენნთან მსგავსებით და დიდი იმედი მაქვს ეს ადამიანები იპოვნიან ჩვენს ისტორიასთან კავშირს.
ვართ სამი დედმამიშვილი ორი და და ერთი ძმა: ქეთევან, ირინე და თეიმურაზ მარტინენკოები. მშბობლები არიან გარდაცვლილები
მამა: ავთანდილ მარტინენკო
დედა: იამზე მარტინენკო (შუბაშიკელი)

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *