ვეძებ ტყუპ ბიჭებს 2003 წლის აგვისტოში დაბადებულებს

2003 წლის აგვისტოში ქალაქ თბილისი მე-4 სამშობიაროში გავაჩინე ტყუპი ბიჭები. მას შემდეგ რაც მითხრეს რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, საიდანაც გამოგვატანეს ჯერ ერთი ჩვილის ცხედარი, რამოდენიმე დღის შემდეგ კი მეორესი. დავასაფლავეთ, თუმცა სასაფლაოზე ასვლის შემდეგ საფლავი ამოთხრილი , ბავშვების ცხედრები კი გატაცებული დაგვხვდა. არ მივმართეთ პოლიციას, ვინაიდან არ საახლობლო წრემ არ მოგვიწონა ეს გადაწყვეტილება იმ დროინდელი პოლიციისა და ზოგადად დროების არასანდოობის მიზეზით. თუ ამ განცხადებას კითხულობთ ჩემო ბიჭებო მინდა იცოდეთ რომ მე თქვენი თავი მოტყუებით წამართვეს. მე თქვენზე უარი არ მითქვამს და დღესაც გეძებთ. არ ვიცი ახლა რა სახელები ჰქვიათ, მაგრამ იმედი მაქვს რომ გიპოვით. ვიმედოვნებ თქვენი გამზრდელი დედა ან თუ ცალ-ცალკე ხართ გაშვილებულები დედები არ დაგიმალავენ სიმართლეს რომ მათი ღვიძლი შვილები არ ხართ და დაგეხმარებიან ჩემს მოძებნაში. გელოდებით სულმოუთქმელად ❤️❤️❤️

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *