ვეძებ ტყუპისცალ ძმას

ვეძებ ტყუპისცალ ძმას…1982 წლის დეკემბერში დაბადებულს..1 სამშობიაროში…..დედას თან ახლდა ჩემი ბებია და ბიცოლა…იმ დღისით ექიმს ესენი სახლში გაუშვიათ დღეს მაინც არაფერი არ იქნება და ტყუილად ხომ არ იქნებით აქო…წასულან თუ არა ბებო და ბიცოლა დედასთვის დაუწყიათ დამაჩქარებლები…დედა ამბობს ისეთ რაღაცას მიკეთებდნენ სულ მეძინებოდა და ბურანში ვიყავიო…გააჩინა ტყუპები საშინელი სიმწრით და ტკივილით….მამაც რომ ჩავიდა უკვე გაჩენილი ვყავდით და უთხრეს რომ ბიჭი დაიღუპა….არავის არ უნახავს ბავშვი….მამას ხელი “რაღაცაზე”მოაწერინეს და უთხრეს მადლობა თქვით ქალი რომ გადარჩაო…გაცვლა_გამოცვლის ბარათში ეწერა ვაჟი 2,700კგ.გადაშლილია და ქალი 4,500 წერია…რაც თავი მახსოვს და ეს ისტორია ვიცი სულ ვეძებ ჩემს ტყუპალას და მგნია ერთ დალოცვილ დღეს აუცილებლად მოხდება სასწაული🙏🙏ეს მე ვარ

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *