ვეძებ ტყუპისცალ ძმას

მე ვარ ემზარ ღვინიაშვილი. დავიბადე 1964 წლის 17 მარტს თბილისის პირველ სამშობიაროში. ამჟავად ვცხოვრობ თბილისში, წერონისის ქუჩაზე. ვეძებ ტყუპისცალ ძმას, რომლის შესახებაც ჩემს მშობლებს უთხრეს. რომ გარდაიცვალა, ხოლო “გარდაცვლილ” ბავშვს დაბადების მოწმობა გაუკეთეს, რაც კიდევ უფრო აღრმავება ჩვენს ეჭვს ბავშვის გაყიდვასთან დაკავშირებით. წლების შემდეგ ბევრი ნაცნობი, ახლობელი თუ ოჯახის წევრი (მათ შორის, მამაჩემიც) ხედავდა შორიდან ბიჭს, რომელიც ძალიან მგავდა. ამ ბიჭს ძირითადად ნაძალადევის რაიონში, ნახალოვკაში ხედავდნენ და ყველას მე ვეგონე. ვართ იდენტური ტყუპები. 1964 წლიდან 14 წელიწადი იყო გასული, როცა დედაჩემმა გაზეთში წაიკითხა ამბავი ბავშვების სამშობიაროდან გაყიდვის შესახებ. მივიდა იურისტთან, რომელმაც უთხრა,რომ ამ სამშობიაროს (პირველი სამშობიარო, მდებარე ც.დადიანის ქუჩაზე, ამჟამადაც ფუნქციონირებს) დირექტორი ამ უკანანო საქმიანობის გამო უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული. დედაჩემთან, სოფიო თუხარელთან კონტაქტი ჰქონდა სამშობიაროს ბავშვთა ექიმს ნინა ნიკიფოროვნას (შესაძლოა, ეს სახელიც ვინმეს რამე მნიშვნელოვანს ეუბნებოდეს). თუკი ვინმეს დეტალებთან დაკავშირებით რამის თქმა შეუძლია ან მეტის გაგება სურს, შეუძლია დამიკავშირდეს ნომერზე 593 10 61 68.
მადლობა წინასწარ ყველას, ვინც ამას გულთან ახლოს მიიტანს. ბევრჯერ ვცადე ჩემი ძმის მოძებნა, რომელიც, ახლობელთა თქმით, გაჭრილი ვაშლივით მგავს და მათივე ვარაუდით, ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ უშედეგოდ. იმედი მაქვს, ეს განცხადება შედეგს გამოიღებს.

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *