ვეძებ მამას

1982 წლის მაისის ბოლო ივნისის დასაწყისში დაიბადა გოგო. ლამაზი ცისფერთვალება.
დაბადების ადგილი უნდა იყოს ოჩამჩირის რაიონი სოფელი ახალი კინდღი ( უჩხოზი)
ბავშვის მამა როგორც ვიცით უნდა იყოს უჩხოზიდან.
დედაზე ინფორმაცია რაც გვაქვს ამბობენ, სავარაუდოდ უკრაინელი ან ესტონელი უნდა იყოს.
ბავშვის მამა იყო დაქორწინებული. ვიცით რომ ჰყავდა სამი გოგო, მამაკაცს უნდოდა ბიჭი, რის გამოც ჰქონდა ურთიერთობა ბავშვის დედასთან. სავარაუდოდ ამის შესახებ გაიგო, ცოლმა და დედამ. გაჩნდა გოგონა და გააშვილეს.
ბავშვის მამა შესაძლებელია ყოფილიყო ვიბლიანი.
დაბადების მოწმობა აღებულია ოთხი თვის შემდეგ. სადაც წერია, თითქოს ბავშვი 1982 წლის 26 სექტემბერს დაიბადა. თუმცა თვე შეცვლილია ეს დანამდვილებით ვიცით. ბავშვის გაშვილება მოხდა გაგრაში.
გოგონა ახლაც იქ ცხოვრობს.
თუ ვინმეს გეცნობათ ისტორია, გთხოვთ გამოგვეხმაურეთ. გოგონა გაიზარდა გათხოვდა ჰყავს ორი შვილი, ჩვენ არავის ოჯახში შევარდნას არ ვაპირებთ. უბრალოდ გვაინტერესებს ნამდვილი გვარები. რათა თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი საფრთხე.

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *