ვეძებ დედას 1981 წ

1981 წ ზაფხულში დაბადებული ბიჭი, ვეძებ ბიოლოგიურ მშობლებს ‼️‼️
გავშვილდი , ოქტომბერში, 3-4 თვის ასაკში. ა რ გ ა ვ ყ ი დ უ ლ ვ ა რ‼️‼️თანხა არც დედას, არც შუამავალს არ აუღია ‼️‼️
ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირებულ, ძალიან მწირ ინფორმაციას ვფლობ და არ ვარ დარწმუნებული ,რამდენად შეესაბამება სიმართლეს და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. 😞
მივმართავ დედას: ვფიქრობ რომ გაშვილება ოჯახმა გაიძულათ, გამოუვალმა მდგომარეობამ. ასე რომ არ ყოფილიყო, არც გამაჩენდით და ოთხი თვე არც გამზრდიდით… ამიტომაც ვფიქრობ ამდენი წელია თქვენზე.. „იქნებ დედა როგორ დარდობს“ „იქნებ მეძებს“ „იქნებ იცის სად და როგორ ვარ” ,,იქნებ ფიქრობს, ჩემი გამოჩენა, ცხოვრებას დაუნგრევს“ ან „იქნებ სულაც დაავიწყდა 3-4 თვის ბიჭის სახე“ , რაც ეს ჯგუფი აღმოვაჩინე „იქნებ არც იცის ეს ჯგუფი,არც ინტერნეტ მომხმარებელია“ „იქნებ ვინმემ მიაწვდინოს ხმა“ და ბევრი ბევრი „იქნებ..იქნებ“ და ამიტომ გადავწყვიტე პოსტის დადება. ანონიმურობა გარანტირებულია 💯 ‼️‼️
დამეხმარეთ, დედა მაპოვნინეთ…მომწერეთ პირადში‼️‼️
გამოჩნდით…
#თბილისი #ვაზისუბანი
#მჭედლიშვილი
#კაკაბეთი
#ტყიბული

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *