ვეძებ ბიჭს

ვეძებ ბიჭს.დაბადებულს თბილისში,კამოს ქუჩაზე,მეორე სამშობიაროში 1991 წლის 15 დეკემბერს( შესაძლოა დაბადების თარიღი შემდგომში შეეცვალათ)

ამ განცხადებას ვწერ დეიდაჩემის,ფატი ჩალაძის სახელით. ეს არის მისი ისტორია. 1991 წლის დეკემბერში გააჩნა ჯანმრთელი,ცოცხალი ბიჭი. ამშობიარა ექიმმა სახელად ლილი(მაშინ უკვე ხანში შესული იყო და შესაძლოა დღეს ეს ექიმი ცოცხალი აღარც იყოს). დაბადებისას ჩვილმა იტირა.დეიდამ დაინახა როგორ გაახვიეს პლედში და წაიყვანეს ცოცხალი ბავშვი. ოჯახს იმავე დღეს უთხრეს რომ ბავშვი გარდაიცვალა,თუმცა დეიდასთვის ეს არ უთქვამთ,ვითომ იმ მიზეზით რომ არ განერვიულდესო. სამშბიაროში ყოფნის მესამე დღეს დეიდამ უკვე გაიგო რომ ბავშვი “გარდაცვილი” იყო. ამის გაგებისთანავე დაიწყო ბავშვის ძებნა. სამშბიაროში უთხრეს რომ ჩვილი ჩაჩავაში გადაიყვანეს, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. რა თქმა უნდა მოატყუეს,ჩაჩავაში მისულებს მსგავსი აღწერილობის,სახელის და გვარის ბავშვი საერთოდ არ ყავდათ რეგისტრირებული. ქვეყანაში მალე ომიც დაიწყო და ბავშვის კვალის მიგნება შეუძ₾ებელი გახდა.

დედის სახელია ფატი ჩალაძე
მამის გია თაბორიძე.ამჟამად ყავთ ერთი ბიჭი. ცხოვრობენ საბერძნეთში.

თუ 1990-1995 წლებში დაბადებული ბიჭი ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს გთხოვთ დამეკონტაქტოთ ამ საიტის მეშვეობით.ასევე შეგიძლიათ მომძებნოთ facebook გვერდზე Sali Maisashvili ან მომწეროთ მეილზე salimaisashvili@gmail.com

მადლობა

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *