ვეძებ ბიოლოგიურ დას

ვეძებ გოგონას,რომელიც დაიბადა 1975 წლის 10-15 მარტს(ზუსტი თარიღი არ ვიცი).ბავშვი დაიბადა სრულიად ჯანმრთელი და ძალიან ლამაზი.დაარქვეს თამუნა.დაბადებიდან მესამე დღეს მშობლებს უთხრეს,რომ ბავშვი ორპირ ქარში გაცივდა და დაემართა პნევმონია,მოატანინეს წამლები,რომლებსაც მაშინ გადამყიდველებისგან თუ იშოვნიდი,თუმცა მეხუთე დღეს მშობლებს გამოუცხადეს,რომ ბავშვი დაიღუპა.
მოსმენილის და ნანახის შემდეგ გაგვიჩნდა ეჭვი,რომ შესაძლოა ბავშვი გაყიდეს.
როგორც შევიტყვეთ გაშვილებულ და გაყიდულ ბავშვებს არა მხოლოდ გვარ-სახელს,დაბადების თარიღსაც უცვლიდნენ.
იქნებ ვინმეს გეცნოთ ეს ისტორია და გამომეხმაუროთ 🙏

One Comment

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *