ვეძებთ ტყუპისცალ დას / 1984

1984 წლის 13 ივლისს თბილისის მე-2 სამშობიაროში დაიბადნენ ჩემი და-ძმა. დედა იყო ორსულობის მე-8 თვეში. პირველი დაიბადა გოგონა, მეორე-ბიჭი. დედას მე-3 დღეს უთხრეს, რომ გოგონა გარდაიცვალა (ფილტვი არ გაეხსნაო). მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე-2 სამშობიაროში მთელი “კონვეიერი” მუშაობდა “ოჯახის” ბავშვების გასაყიდად. როდესაც ეს ამბავი საჯაროდ გახმაურდა და დედამ გაიგო ამის შესახებ, მოსვენება დაკარგა, გაუჩნდა ეჭვი, რომ ისიც მოატყუეს და მისი გოგონაც გაყიდეს. 2013 წელს მივედით მე-2 სამშობიაროში (მაშინ უკვე ლუბლიანას 21-ში, შპს “ახალი სიცოცხლე”) და ვითხოვეთ ჩანაწერის ნახვა. ჟურნალში ეწერა, რომ დაიბადნენ ტყუპები ქალ-ვაჟი და რომ სამშობიარო სახლიდან გაწერა მოხდენილია 1984 წლის 27 ივლისს მხოლოდ მდედრობითი სქესის ახალშობილთან ერთად (!). რა თქმა უნდა, ამან კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები. არ ვიცით როგორ და რანაირად შეიძლება ამ ბავშვის პოვნა, მაგრამ გოგონამ, ვინც 1984 წლის ზაფხულშია დაბადებული, გაშვილებული, იქნებ ვიზუალურად მიამსგავსოს საკუთარი თავი ბავშვობაში ჩემს ძმას… იმედს არ ვკარგავთ…

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *