დედა ეძებს გოგონას

1990 წლის ნოემბერში, როცა ვიყავი 6 თვენახევრის ფეხმიძე შევედი პირველ სამშობიაროში სამკურნალოდ, რადგან მითხრეს რომ საშიშროება არსებობდა ნაყოფის მოწყვეტის მთელი კვირის განმავლობაში ვმკურნალობდი მაგრამ 7 თვემდე სულ რამდენიმე 3, 4 დღე რჩებოდა რომ ტკივილები დამეწყო ამიყვანეს სამშობიარო ბლოკში მაგრამ ტკივილი გაჩერდა. კარგა ხნის შემდეგ გამიკეთეს ტკივილდამაჩქარებელი ნემსი. მშობიარობა მაინც გამიძნელდა საშინელი სისხლჩაქცევები და ტკივილი მქონდა მშობიარობის შემდეგ. ბავშვი, გოგონა დაიბადა. ძალიან არ უტირია, კრუსუნებდა. მითხრეს ცალი ფილტვი ჯერ კიდევ ვერ გაეხსნაო. იქვე ბლოკში ინკუბატოში ჩააწვინეს. ბავშვი იყო საოცრად ლამაზი. ამას მედპერსონალიც აღნიშნავდა. მე პალატაში გადამიყვანეს.მას მერე ბავშვი აღარ მინახავს.მეორე დღეს როცა მოვიკითხე რატომ არ მომიყვანეთ ბავშვი საჭმელადთქო ექთანმა მითხრა ექიმმა არ მომაყვანინაო. შემდეგ მე თვითონ ავდექი და ავედი ბავშვთა განყოფილებაში. იქ ჩემი შვილი არ იყო. აქ არ შემოუყვანიათო. მოვითხოვე ჩანაწერები, არც ჩანაწერები არ იყო. მითხრეს მაშინ სხვა სმენა იყო და იმათ ეცოდინებათო. ყველა მცდელობა რამე გამეგო ჩემს შვილზე უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს მითხრეს დაიღუპაო მაგრამ ვერც დაღუპული ვნახე და არც არანაირი საბუთი არ მომცეს ისე გამომწერეს სამშობიაროდან. Დაგვეხმარეთ 🙏

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *